loader

თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ LIVE-ში ვერ ნახეთ: როგორ დააკომპლექტა კვირიკაშვილმა მინისტრთა ახალი კაბინეტი

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი კვირიკაშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

მინისტრთა კაბინეტში ძირითადი ცვლილებები ეკონომიკურ გუნდს ეხება. უფრო კონკრეტულად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი გახარიაა წარდგენილი, რომელსაც, შესაბამისად, დეპუტატის მანდატის დატოვება მოუწევს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი ქუმსიშვილი კი, გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებით, ფინანსთა სამინისტროს ჩაიბარებს და ნოდარ ხადურს შეცვლის. ქუმსიშვილი ასევე შეინარჩუნებს პირველი ვიცე-პრემიერის თანამდებობას.

გარდა ამისა, ენერგეტიკის სამინისტროში დაბრუნდება უწყების ყოფილი ხელმძღვანელი კახა კალაძე, რომელსაც ამ ეტაპზე პარლამენტის ახალარჩეული დეპუტატის სტატუსი აქვს. კალაძე ასევე დაიკავებს ვიცე-პრემიერის თანამდებობას.