loader

პირველი კადრები ბაგრატიონის ქუჩიდან, სადაც 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები ბაგრატიონის ქუჩიდან, სადაც 20 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

თბილისში, ბაგრატიონის ქუჩა #5-ში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი დილით ერთ-ერთმა მეზობელმა იპოვა და შემდეგ მეეზოვეებს დაუძახა. კორპუსის მცხოვრებლების თქმით, ისინი გარდაცვლილ მამაკაცს არ იცნობენ.
ადგილზე კრიმინალური პოლიციაა მობილიზებული. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავტორი: მეგი ნარსავიძე
Palitratv.ge, Ipn.ge