loader

"ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენს ბიოგრაფიასთან..." - რა სიტყვით მიმართა რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენს ბიოგრაფიასთან..." - რა სიტყვით მიმართა რუსეთის პატრიარქმა საქართველოს პატრიარქს

19 ნოემბერს რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დანიელის მონასტერში მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად მიიღო.
პატრიარქმა კირილმა ილია მეორეს და დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა მოსკოვში მისი 70 წლის იუბილეს გამო ვიზიტისთვის.

"ჩემთვის თქვენი უწმინდესობის და უნეტარესობის ყოფნა განსაკუთრებით ძვირფასია. თქვენ ბრძანდებით ყველაზე ასაკოვანი ყველა სხვა ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შორის და თქვენი ცხოვრებაც მჭიდროდ არის დაკავშირებული რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებასთან. ჩემი ბიოგრაფია გადახლართულია თქვენ ბიოგრაფიასთან: ჩვენ ბევრი მოვლენის მონაწილეები ვიყავით - როგორც სასიხარულო, ისე სამწუხარო, რომლებიც მოხდა მართლმადიდებელი ადამიანების ცხოვრებაში, რომლებიც მაშინ საბჭოთა კავშირში ცხოვრობდნენ. ასევე მოგვიანებით ჩვენ შორის ურთიერთობა ყოველთვის იყო კეთილი, სანდო და ღია. ვფიქრობ, ამან დიდი გავლენა მოახდინა იმაზეც, რომ ჩვენ ეკლესიებს შორის კარგი ურთიერთობებია.
ეკლესიებს შორის ურთიერთობა - ეს არის ურთიერთობა ადამიანებს შორის გულების დონეზე. თუკი პოლიტიკოსები და დიპლომატები როგორც წესი, ცნობიერების დონეზე მუშაობენ, ბიზნესმენები კი "საფულისა და კუჭის" დონეზე, ეკლესიები - ადამიანთა გულების დონეზე ურთიერთობენ. ადამიანთა გულების ამ კავშირების გარეშე ვერ იქნება კარგი ურთიერთობა ქვეყნებსა და ხალხს შორის. სწორედ ამიტომ, უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ თქვენ ვიზიტსა და რუსეთისა და საქართველოს ეკლესიების როლს ჩვენ ხალხს შორის კარგი ურთიერთობების შენარჩუნების საკითხში,"- განაცხადა რუსეთის პატრიარქმა.

რუსეთის ეკლესიის წინამძღოლმა რუსული და ქართული ადგილობრივი ეკლესიების ურთიერთობების გაღრმავებაზეც ისაუბრა.