loader

თბილისში პატიმრობამისჯილი იტალიელი პროფესორი საქმიანობს - იტალიური არხი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისში პატიმრობამისჯილი იტალიელი პროფესორი საქმიანობს - იტალიური არხი სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა იტალიურმა არხმა სიუჟეტი მოამზადა, რომელშიც ნათქვამია, რომ იტალიელი პროფესორი დავიდე ვანონი, რომელსაც სამედიცინო საქმიანობა აკრძალული აქვს როგორც იტალიაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოში ერთ-ერთ კერძო კლინიკაში მუშაობს.

ფსიქოლოგიის პროფესორმა დავიდე ვანონიმ გამოიგონა მკურნალობის მეთოდი Stamina-თერაპია, ან უბრალოდ სტამინა, რომელიც ალტერნატიული "სამედიცინო მკურნალობის" მეთოდია და იტალიაში ბოლო წლებში დისკუსიისა და კამათის საგანი გახდა. ვანონი სტამინას ფონდის, Stamina Foundation-ის დამფუძნებელიცაა (ორგანიზაცია მან 2009 წელს დააფუძნა). "თერაპია" ძირითადად ნეიროდეგენერაციული დაავადებების (ნერვული სისტემის დეგენერაციული დაავადებები) სამკურნალოდ გამოიყენებოდა.

როგორც იტალიური ტელეკომპანიის მიერ მომზადებულ სიუჟეტშია ნათქვამი, დავიდე ვანონის მიერ ღეროვანი უჯრედის ბაზაზე დაფუძნებული მკურნალობის პერსონალური მეთოდი, არაერთგზის გადამოწმებისა და ექსპერიმენტის შემდეგ, იტალიაში უკანონოდ იქნა მიჩნეული. წარმოშობით ტურინელი ფსიქოლოგიის პროფესორი მიიჩნევს, რომ ნეიროდეგენერაციული დაავადებების მკურნალობა შესაძლებელია ძვლის ტვინიდან ამოღებული უჯრედების ინფუზიით. 2015 წლის მარტში, ტურინის სასამართლოს მიერ გამოტანილი ნეგატიური გადაწყვეტილების შემდეგ, რომელმაც მას სამედიცინო საქმიანობა აუკრძალა, "მან ახალი ცხოვრება საქართველოს დედაქალაქ თბილისში დაიწყო და ისევ მიჰყო ხელი სასწაულების დაპირებას, რომლებიც არასდროს აუხდენია" - ნათქვამია სიუჟეტში.

ნახეთ დეტალები "ამბებზე"