ძლიერი ავარია ვაკეში - "რენჯ-როვერთან" შეჯახების შედეგად სასწრაფო ამობრუნდა
წუხელ, გვიან ღამით ვაკეში ავარია მოხდა. როგორც Palitratv.ge-ს თვითმხილველმა უამბო, ბარნოვისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე სწრაფად მოძრავი "რენჯ-როვერის" მარკის ჯიპი სასწრაფოს მანქანას დაეჯახა. შეჯახების შედეგად სასწრაფო ამობრუნდა.
როგორც ირკვევა "რენჯ-როვერის" მძღოლმა მანქანა ადგილზე მიატოვა და თავად გაიქცა. შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, სავარაუდოდ არ არიან.
როგორც ირკვევა "რენჯ-როვერის" მძღოლმა მანქანა ადგილზე მიატოვა და თავად გაიქცა. შემთხვევის შედეგად დაზარალებულები, სავარაუდოდ არ არიან.