loader

თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვენ - რას პასუხობს მათ დავით ნარმანია? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თბილისის მერიას "სითი პარკთან" ხელშეკრულების გაუქმებას სთხოვენ - რას პასუხობს მათ დავით ნარმანია?

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი და ფრაქცია "რესპუბლიკელების" წევრი დავით ზურაბიშვილი თბილისის მერიისგან მოითხოვენ, რომ გაწყვიტოს ხელშეკრულება "სითი პარკთან", პირგასამტეხლოს თანხა 25 მილიონი ლარი აისახოს 2017 წლის დედაქალაქის ბიუჯეტში და მომავალი ერთი წლის მანძილზე პარკირება მართოს თბილისის მერიამ.

საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გაკეთებულ განცხადებებს დავით ნარმანია ეხმაურება. მისი განცხადებით, მხოლოდ ერთი ციფრის დასახელება, რა შემოსავალს იღებს "სითი პარკი" წლის განმავლობაში, გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისი არ არის. ნარმანია ეჭვს გამოთქვამს, რომ პარკირებისაგან ერთ წელიწადში 25 მილიონი ლარის ამოღება იქნება შესაძლებელი, თუ ამ პარკირებას დედაქალაქის მერია განახორციელებს.