loader

"მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა პრეტენზიები აქვს ალექსანდრე ჯეჯელავას კომბლესთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მოძალადე და ცუდი მეცხვარეა" - რა პრეტენზიები აქვს ალექსანდრე ჯეჯელავას კომბლესთან

განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა მიიჩნევს, რომ ქართული ზღაპრები და მულტფილმები შესაცვლელია.

ალექსანდრე ჯეჯელავამ რადიო ”პალიტრის” გადაცემა ”რეზიუმეში” სტუმრობისას განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა. მათ შორის, ყურადღება ქართულ მულტფილმებსა და ზღაპრებზე გაამახვილა და ხაზი გაუსვა, რომ მათი გმირები ბავშვებზე გავლენას ახდენს.

”ხშირად ვსაუბრობ, ზღაპრის გმირებით დაწყებული, მულტფილმის გმირებით დამთავრებული... რამხელა გავლენა აქვს ადამიანზე მისი ბავშვობის გმირებს. შესაბამისად, შესაცვლელი გვაქვს პრაქტიკულად ყველაფერი. მაგალითად, შეამჩნევდით, არ გვაქვს ქართული მულტფილმები. ძველები გვაქვს, რომლებიც საბჭოთა მულტფილმებია”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.