loader

რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ სასულიერო პირს, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ სასულიერო პირს, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის სასულიერო პირი დააკავეს. მამა გიორგი მეგრელიშვილი კიდევ ერთ პირთან, ოთარ სანოძესთან ერთად პოლიციამ რამდენიმე დღის წინ აიყვანა. სამართალდამცველებმა მათი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა სახის ნარკოტიკულ საშუალებაზეა საუბარი. სასამართლომ მამა გიორგი მეგრელიშვილისა და ოთარ სანოძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უკვე იმსჯელა. მამა გიორგის მოსამართლემ 4 000-ლარიანი გირაო, მასთან ერთად დაკავებულ ოთარ სანოძეს კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. არც ბრალდებული, არც მისი ადვოკატი აღნიშნულ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.

იხილეთ: ვინ არის მღვდელი, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს - საარქივო კადრები, სადაც ის ნასვამი ჩხუბობს