loader

ვინ არის მღვდელი, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს - საარქივო კადრები, სადაც ის ნასვამი ჩხუბობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის მღვდელი, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს - საარქივო კადრები, სადაც ის ნასვამი ჩხუბობს

გაზეთი "პრაიმტაიმი" რამდენიმე დღის წინ თბილისში მომხდარი სპეცოპერაციის შესახებ წერს. მათი ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში 26 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს სასულიერო პირი გიორგი მეგრელიშვილი, რომელსაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება "ბუპრემორფინი" აღმოაჩნდა. სპეცოპერაცია არ გახმაურებულა.

როგორც აღმოჩნდა, მეგრელიშვილი აქამდეც შემჩნეულია კანონის უგულებელყოფაში. არსებობს 2013 წლის 6 მაისს გადაღებული ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია, როგორ ეჩხუბა ზესტაფონში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სასულიერო პირი თანმხლებ პირებთან ერთად პატრულს. ამის შესახებ მაშინ newpress.ge წერდა. მაშინ პატრულმა ჩხუბის მონაწილეები დააკავა, თუმცა მამა გიორგი მეგრელიშვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.

ასევე იხილეთ: რა განაჩენი გამოუტანა სასამართლომ სასულიერო პირს, რომელიც ნარკოტიკების გამო დააკავეს