loader

3 ჩინელი, რომლებმაც ქართველ მუშებს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, ცხელ კვალზე დააკავეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

3 ჩინელი, რომლებმაც ქართველ მუშებს ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენეს, ცხელ კვალზე დააკავეს

სოფელ ზვარეში ქართველი მუშების ცემის ფაქტზე ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავეს. პოლიციის თანამშრომლებმა ისინი სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით აიყვანეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნულმა პირებმა 3 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საქართველოს 4 მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანება მიაყენეს. სამართალდამცველებმა სამივე ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაცით, გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.