loader

პირველი კადრები დამწვარი "გარდენიიდან", სადაც ხანძარმა 80 კვადრატული ფართობი გაანადგურა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პირველი კადრები დამწვარი "გარდენიიდან", სადაც ხანძარმა 80 კვადრატული ფართობი გაანადგურა

თბილისის ზღვასთან "გარდენია შევარდნაძეში" ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. ზარალის ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია. დამწვარია "გარდენია შევარდნაძის" კუთვნილებაში არსებული ქოთნები, ცეცხლი გადასულია "გარდენიის" უკან მდებარე კერძო სახლის ეზოში და დამწვარია დაახლოებით 20 კვ.მ ფართის ხის სათავსო. როგორც "გარდენია შევარდნაძის" მეპატრონე ზურა შევარდნაძე აცხადებს, ხანძარი შესაძლოა "ყაზტრანსგაზის" სამუშაოებმა გამოიწვია. ამ დროისათვის ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

იხილეთ: ძლიერი ხანძარი "გარდენიაში", სადაც ცეცხლს 5 სახანძრო ბრიგადა აქრობს - თვითმხილველის ვიდეო