loader

"ნაციონალები" ავრცელებენ ვიდეოს და ამტკიცებენ, რომ მარნეულში "ოცნების" წარმომადგენელმა 400 ბიულეტენი ჩაყარა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ნაციონალები" ავრცელებენ ვიდეოს და ამტკიცებენ, რომ მარნეულში "ოცნების" წარმომადგენელმა 400 ბიულეტენი ჩაყარა

”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას თქმით, მათ ხელში ჩაუვარდათ ”ქართული ოცნების” წარმომადგენლის, ზაზა ბაირამოვის საუბრის ამსახველი ვიდეო, სადაც ის ჰყვება, თუ როგორ ჩაყარა 400 ბიულეტენი 86-ე უბანზე. მისივე თქმით, ზაზა ბაირამოვმა ეს ინფორმაცია "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს თავად უამბო, რადგან არ იცოდა, რომ "ნაციონალების" წევრს ესაუბრებოდა. ბოკერიას შეფასებით, ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიანიშნებს მასშტაბურ დარღვევებზე, რაც მარნეულში იყო. ამასთან, როგორც ბოკერია აცხადებს, ამ უბანზე დააშინეს ”ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი და სწორედ ამის მეშვეობით მოხდა ამ უბანზე საარჩევნო ბიულეტენების უკანონოდ ჩაყრა.

ზემოხსენებული ვიდეო ”ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.