loader

აუარებელი რიგი სარფის საბაჟოზე - თურქულ მხარეს არსებული ვითარება მოქალაქემ მობილურით გადაიღო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აუარებელი რიგი სარფის საბაჟოზე - თურქულ მხარეს არსებული ვითარება მოქალაქემ მობილურით გადაიღო

რა ხდება თურქულ მხარეს სარფის საბაჟოზე - არსებული ვითარების ამსახველი კადრები საქართველოს ერთ-ერთმა მოქალაქემ გადაიღო. ვიდეომასალას "ინფო-9"  ავრცელებს. კადრები მობილური ტელეფონითაა გადაღებული და საზღვარზე მოქალაქეთა რიგებს ასახავს. თვითმხილველი ჰყვება, რომ ადგილზე სამართალდამცველების მხრიდან შეურაცხყოფას ჰქონდა ადგილი. ასევე, საჭირო გახდა სასწრაფო დახმარების გამოძახებაც. მისი თქმით, ადგილზე საქართველოს კონსული და საკონსულოს სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ დაახლოებით 500 ადამიანს არ ჰქონდათ საჭმელი და ღამის გასათენებელი ადგილი, რის გამოც დახმარება ითხოვეს, თუმცა უშედეგოდ. ამ დროისთვის, საქართველო-თურქეთის საზღვარი ნაწილობრივ არის გახსნილი. საზღვარზე ეტაპობრივად, მხოლოდ თურქეთის მოქალაქეები გადაადგილდებიან.