loader

რამ იმსხვერპლა 59 წლის ქალი გურჯაანში - "დედას ჰქონდა დიდი ჭრილობა თავზე, ტანი სულ ჩალურჯებული აქვს..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ იმსხვერპლა 59 წლის ქალი გურჯაანში - "დედას ჰქონდა დიდი ჭრილობა თავზე, ტანი სულ ჩალურჯებული აქვს..."

გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის მკვიდრის, 59 წლის ქალბატონის გარდაცვალებაში ოჯახის წევრები ექიმებს ადანაშაულებენ. ქეთევან ჩირიკაშვილი "ჯეოჰოსპიტალსის "გურჯაანის სამედიცინო ცენტრში დაიღუპა. ქალბატონი საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გულის შეტევის შემდეგ მიიყვანა. მას ოპერაცია უნდა ჩატარებოდა, თუმცა მეორე დღეს ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტი გულის შეტევით გარდაიცვალა. მას შემდეგ, რაც ცხედარი სახლში გადაასვენეს, გარდაცვლილის შვილმა აღმოაჩინა, რომ დედამისს თავი გატეხილი ჰქონდა და 12 ნაკერი ედო. ექიმებს ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლებისთვის მანამდე არაფერი უთქვამთ. ცხედარს სხეულის დაზიანებები სხვადასხვა ადგილზეც აღენიშნება. ოჯახის წევრებმა მომხდარის გასარკვევად პოლიციას მიმართეს. საავადმყოფოში კომენტარი ამ ეტაპზე არ კეთდება. მომხდარზე გამოძიება 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.