loader

ზარალი, რომელიც "ცენტრ პოინტმა" დაზარალებულებს მიაყენა - პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზარალი, რომელიც "ცენტრ პოინტმა" დაზარალებულებს მიაყენა - პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა

თბილისის საქალაქო სასამართლოში "ცენტრ პოინტის" საქმის არსებითი განხილვა განახლდა. პროცესზე ბრალდების მხარის შვიდი მოწმე დაიკითხა. მოწმეებმა ისაუბრეს იმ ზარალზე, რომელიც მათ "ცენტრ პოინტის" ბინის დროულად ჩაუბარებლობის გამო მიადგათ. დაზარალებულებმა აღნიშნეს,რომ მათ თანხა სრულად აქვთ დაფარული, თუმცა ბინით უზრუნველყოფა ამ დრომდე არ მოხერხდა. საქმეში ბრალდებულები არიან რუსუდან კერვალიშვილი, მაია რჩეულიშვილი და ივანე ცაგურია. ბრალდებულებს გამოძიება თაღლითობასა და თანხის მითვისებას ედავება.