loader

რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელმაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლისა და კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელმაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლისა და კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა?

რა გახდა ავტოავარიის მიზეზი, რომელმაც მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლისა და კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა - ქუთაისი-სამტრედიის ავტომაგისტრალზე ზაფხულში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის საქმეზე ავტოტექნიკური ექსპერტიზაა დანიშნული. როგორც "პალიტრანიუ" მთავარ პროკურატურაში განუცხადეს, სწორედ ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ მოხდება საქმეზე სამართლებრივი გადაწყვეტილების მიღება.

21 ივლისს სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთ მანქანას მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი მართავდა. მძიმე ავარიის დროს ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, გიორგი პაპასკირი და ნუცა კალანდარია, ასევე მათი მეგობარი ანი ჩხაიძე გარდაიცვალნენ. მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად მძიმედ დაშავდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ კვირიკაშვილის მეუღლე ანანო ბუაძეც გარდაიცვალა. ტრაგედიიდან დაახლოებით სამ თვეში მერაბ კვირიკაშვილი რაგბის მოედანზე გამოჩნდა, რასაც საზოგადოების ნაწილის მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა.