სასწავლო ცენტრ "კრწანისში" გარდაცვლილის მამა - "მეორე შვილთან რა უნდათ, ვინც იყო, ისინი მოძებნონ"
სასწავლო ცენტრ "კრწანისში" თავდასხმის დროს გარდაცვლილი პირის, გიგა შენგელიას მამის ინფორმაციით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ, რომელიც "კრწანისში" არ იმყოფებოდა. ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და საქმეში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვასა და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებასაც აპირებს.