loader

დაჯილდოების ცერემონია და პრიზები, რომლებიც ქართველ მევიოლინეს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადასცეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

დაჯილდოების ცერემონია და პრიზები, რომლებიც ქართველ მევიოლინეს პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ გადასცეს

პოლონეთში, პოზნანში გამართული პრესტიჟული საერთაშორისო სავიოლინო კონკურსის (ცნობილი პოლონელი მევიოლინეს, ჰენრიკ ვენიავსკის სახელობის კონკურსი) გამარჯვებული ქართველი მევიოლინე ვერიკო ჭუმბურიძე გახდა.

ჯილდოს მფლობელები შაბათს, 22 ოქტომბერს პოზნანში გამოვლინდნენ. ვერიკო ჭუმბურიძე პირველ ადგილთან ერთად, ფულადი ჯილდოს, 30 000 ევროს მფლობელიც გახდა.

ვერიკომ ჟიურის წევრების სიმპათია ჰენრიკ ვიანევსკის მეორე სავიოლინო კონცერტის შესრულებით დაიმსახურა. ქართველი მევიოლინე ასობით მაყურებლის წინაშე პოზნანის ორკესტრთან ერთად წარდგა.

ასევე იხილეთ: გაიცანით 20 წლის ქართველი მევიოლინე, რომელმაც პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა