loader

იან კელი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

იან კელი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს

საქართველოში აშშ-ის ელჩი კრწანისის სასწავლო ცენტრში უცხო პირების შეჭრის ფაქტს შემაშფოთებელს უწოდებს. როგორც იან კელიმ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხის გამოძიებაზე საქართველოს მთავრობასთან ერთად იმუშავებენ.

"ეს ძალიან შემაშფოთებელი ფაქტია. ჩვენ მჭიდროდ ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად ამ საკითხის დეტალების გამოძიებაზე", - განაცხადა ელჩმა.

საქმეს, მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს. გამოძიება სსკ-ის 116-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს.