loader

ცენტრ "კრწანისში" შეჭრისას ლიკვიდირებული პირი იდენტიფიცირებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცენტრ "კრწანისში" შეჭრისას ლიკვიდირებული პირი იდენტიფიცირებულია

პირი რომელიც საწვრთნელ ცენტრ "კრწანისში" შეჭრის მცდელობის დროს იყო ლიკვიდირებული, იდენტიფიცირებულია. სამხედრო პოლიციის მთავარი საგამოძიებო სამმართველოს უფროსის, ზურაბ კუხიანიძის განცხადებით, ინციდენტის შედეგად გარდაცვლილი პირი 1993 წელს დაბადებული გიგა შენგელია იყო. ჯერჯერობით უცნობია, რა კავშირი ჰქონდა მას სამხედრო სამსახურთან. კუხიანიძის თქმით, შემთხვევის ადგილზე ნაპოვნია გაზის იარაღი და ფანარი. შეჭრის მცდელობა "კრწანისის" საწვრთნელ ცენტრში გუშინ, გამთენიისას დაფიქსირდა. დაცულ ტერიტორიაზე შეღწევა სამმა პირმა სცადა, რა დროსაც გუშაგმა ისროლა. ერთი მათგანი ადგილზე გარდაიცვალა, ორმა კი გაქცევა მოახერხა.