loader

ხმაური მარნეულში: დამკვირვებელმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს "ბიჭოთი" მიმართა, რის გამოც სხდომიდან გააძევეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხმაური მარნეულში: დამკვირვებელმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს "ბიჭოთი" მიმართა, რის გამოც სხდომიდან გააძევეს

მარნეულის #22-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. საოლქო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრის" დამკვირვებელი თეა ქეცბაია პირადი შეურაცხყოფის მიყენების მოტივით სხდომიდან გააძევა.
საჩივრების განხილვისას თეა ქეცბაიამ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძეს "ბიჭოთი" მიმართა, რის გამოც მას სხდომა დაატოვებინეს.
კომისია #48 ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე 22 ოქტომბერს შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას დამკვირვებლების მიერ დაწერილ საჩივრებს განიხილავს. იაკობ ასანიძის განცხადებით, საჩივრები ძირითადად პროცედურული ნორმების დარღვევებს შეეხება.