loader

უცხო პირების შეჭრის მცდელობა "კრწანისის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

უცხო პირების შეჭრის მცდელობა "კრწანისის" ტერიტორიაზე, გარდაცვლილია ერთი თავდამსხმელი - რა ინფორმაციას ავრცელებს თავდაცვის სამინისტრო

23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ "კრწანისის" ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. საქმეს მთავარი პროკურატურის ზედამხედველობით, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.