loader

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის", ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცესკოს წინასწარი შედეგებით, მარნეულში "ნაციონალური მოძრაობის", ზუგდიდში კი "ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა აკმამედ იმამკულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო "ქართული ოცნების" კანდიდატმა თამაზ ნავერიანმა 313ხმა.

რაც შეეხება ზუგდიდს, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატ ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ სანდრა რულოვსს კი 438-მა.