loader

აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა 2016 წლის ტურისტული სეზონი შეაჯამა და 9 თვის ანგარიში წარმოადგინა. დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს აჭარაში უცხოელი ტურისტების ზრდის ტენდენციასა და სამიზნე ქვეყნების ბაზრების დივერსიფიკაციაზე ესაუბრა. ის ასევე შეეხო რეგიონის მიმართულებით გაზრდილი ფრენების რაოდენობასა და მზარდ სასტუმრო ინფრასტრუქტურას. თავმჯდომარემ ყურადღება დეპარტამენტის მიერ რეგიონში ტურისტების მოზიდვის მიზნით ჩატარებულ პიარკამპანიებსა და სერვისის გაუმჯობესების კუთხით განხორციელებულ პროექტებზეც გაამახვილა. შეხვედრას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინიტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, რომელმაც საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების 9 თვის მონაცემებსა და ტურისტების მიერ ქვეყანაში დახარჯულ თანხებზე ისაუბრა.

ავტორი: ნინო ხოზრევანიძე