loader

მარნეულიდან უნდა დაიწყოს მშვიდობა და დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით - აკმამედ იმამკულიევი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარნეულიდან უნდა დაიწყოს მშვიდობა და დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით - აკმამედ იმამკულიევი

"ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატს აკმამედ იმამკულიევს მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე და ზოგადად, არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს.

"აქტივობა არის ძალიან კარგი. ამ დროისთვის ამომრჩეველთა 25%-ია მოსული, ჩვენ ველოდებით უფრო მეტს საღამომდე. უბანზე უნდა მოვიდეს 1 000 კაცი, იქიდან 90%-მა უნდა მოგვცეს ჩვენ ხმა და პირველივე ტურში უნდა დავამთავროთ. უნდა იყოს მშვიდობა მარნეულში და არ უნდა შევაწუხოთ ის პოლიციელები, რომლებიც აქ არიან. 8 ოქტომბერს როგორც მოხდა, როდესაც შემოვიდა სპეცრაზმი, მსგავსი აღარაფერი აღარ უნდა იყოს საქართველოში, ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს ძალადობა. ეს ძალადობის ბოლო დღეა საქართველოში. მე ვთვლი, რომ მარნეულიდან უნდა დაიწყოს მშვიდობა და დამთავრდეს ჩვენი გამარჯვებით ", - განაცხადა აკმამედ იმამკულიევმა, რომელიც ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღის მეორე ნახევარში გამოჩნდა და "ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან ერთად იმყოფება.