loader

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყში 284 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს

"ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა ერაყის ქალაქ მოსულის მახლობლად, 284 მამაკაცი და ბავშვი სიკვდილით დასაჯეს. ამის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს. როგორც ცნობილი გახდა, ექსტრემისტული დაჯგუფების მებრძოლებმა სადამსჯელო ოპერაცია მას შემდეგ ჩაატარეს, რაც სამთავრობო ძალებმა ქალაქზე შეტევების განხორციელება დაიწყეს. შეგახსენებთ, მოსულდან ისლამური სახელმწიფოს განსადევნად, ერაყის არმია, ქურთების ფეშმერგას მებრძოლებთან და აშშ-ის საჰაერო ძალებთან ერთად ანტიტერორისტულ ოპერაციას რამდენიმე დღეა ატარებს.