loader

ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ერთი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა, სამის - სტაბილური - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ერთი სამხედროს მდგომარეობა მძიმეა, სამის - სტაბილური

თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა, სამის კი სტაბილური.
როგორც კლინიკაში აცხადებენ, ერთი პაციენტი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, რენიმაციულ განყოფილებაშია, ორი მათგანი ნეიროქირურგიის განყოფილებაშია და მათი მდგომარეობა სტაბილურია, კიდევ ერთი სამხედრო ქირურგიულ განყოფილებაშია და მისი მდგომარეობაც სტაბილურია.დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, გუშინ "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სავალი ნაწილიდან გადავარდა, რომელშიც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი სამხედრო მოსამსახურე. დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში, შედარებით მძიმედ დაშავებული სამხედრო მოსამსახურეები კი თბილისში გადმოიყვანეს.