loader

ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ზუგდიდის რაიონის სოფელ ჯიხაშკარში და განმუხურში განმეორებითი კენჭისყრის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

როგორც ჯიხაშკარის 79-ე და 108-ე უბნებზე, ისე განმუხურის 38-ე საარჩევნო უბანზე არანაირ დარღვევებს უბნის გახსნის დროს ადგილი არ ჰქონია. სამივე უბანზე პირველმა ამომრჩეველმა ხმის მიცემის უფლებით უკვე ისარგებლა.

განმუხურისა და ჯიხაშკარის უბნებზე 2400-ზე მეტი ამომრჩეველია, რაც შეეხება კანიდიდატებს ამომრჩეველმა არჩევანი 6 კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს, ხოლო გამგებლის შემთხვევაში 4 კანდიდატს შორის.

8 ოქტომბერს, ჯიხაშკარში ორივე საარჩევნო უბანზე არჩევნების ღამეს უბნის დარბევა მოხდა და ამის გამო არჩევნები ჩაიშალა.