loader

მძიმე კადრები საზარელი ავარიის ადგილიდან, სადაც ჯარისკაცებით სავსე ავტომანქანა ამობრუნდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მძიმე კადრები საზარელი ავარიის ადგილიდან, სადაც ჯარისკაცებით სავსე ავტომანქანა ამობრუნდა

1 დაღუპული და 10 დაშავებული ჯარისკაცი - დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. "კამაზის" მარკის სამხედრო ავტომობილი სადაც 37 სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა, ამობრუნდა. ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საბრძოლო მასალებისა და სამხედრო-ტექნიკური ქონების ბაზის შენახვის სამხედრო მოსამსახურეები დედოფლისწყაროდან ოსიაურისკენ გადაადგილდებოდნენ. ჯარისკაცები დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, 5 შედარებით მძიმედ დაშავებული კი მკურნალობის კურსს თბილისში, დაზიანებების მიხედვით პროფილურ საავადმყოფოებში გაივლის. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული.