loader

მაჟორიტარი დეპუტატების სია, რომლებსაც პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაჟორიტარი დეპუტატების სია, რომლებსაც პარლამენტში ხმა არ ამოუღიათ

მაჟორიტარი დეპუტატების თითქმის 10% პლენარულ სხდომაზე სიტყვით არ გამოსულა - ამის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" იუწყება. ორგანიზაციამ მე-8 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩეული წევრების საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა, სადაც ნათქვამია რომ გასული 4 წლის მანძილზე 73 მაჟორიტარი წევრიდან, პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის უფლებით 7 დეპუტატს არც ერთხელ უსარგებლია. ეს დეპუტატები არიან: ზაზა კედელაშვილი , გიორგი ფეიქრიშვილი, რევაზ შავლოხაშვილი, ენზელ მკოიანი, გოგი ლიპარტელიანი, ლევან ქარდავა და როსტომ ხალვაში. აღსანიშნავია, რომ ამ დეპუტატებს არც საკანონმდებლო ინიციატივის უფლება არ გამოუყენებიათ. პლენარულ სხდომებზე სიტყვით ერთხელ გამოვიდა ზურაბ ზვიადაური და როლანდ ახალაია.