loader

საქართველოში ამინდი უარესდება - მომდევნო კვირის ამინდის დეტალური პროგნოზი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საქართველოში ამინდი უარესდება - მომდევნო კვირის ამინდის დეტალური პროგნოზი

წვიმა, ქარი და თოვლი - ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოში დღეს,უნალექო და თბილი ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთში კი ზოგან შესაძლებელია იწვიმოს. თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 13 გრადუსია მოსალოდნელი. ხვალ კი დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში კვლავ უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთის ზოგიერთ რაიონში კი იწვიმებს, 22-23 ოქტომბერს მაღალმთაში მოთოვს. 25-26 ოქტომბერს საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ამინდი კიდევ უფრო გაუარესდება. აცივდება და ტემპერატურა დაიწევს.