loader

IRI-ს პრეზიდენტი - ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

IRI-ს პრეზიდენტი - ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია

8 ოქტომბრის არჩევნები მთლიანობაში ქართული დემოკრატიისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც მშვიდი და უსაფრთხო არჩევნები, თუმცა პრორუსული ძალის წარმატება განგაშის ზარია, - ასე აფასებს 8 ოქტომბერს გამართულ საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მარკ გრინი.

"ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის ინფორმაციით, ყოფილი კონგრესმენი და ამჟამად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ღიად პრორუსული ძალის პარლამენტში მოხვედრა საქართველოს დემოკრატიის მხარდამჭერებისთვის განგაშის ზარია.