loader

მამაკაცი, რომელმაც წუხელ, ნაძალადევის რაიონში ეჭვიანობის გამო ნაცნობი მოკლა, დაკავებულია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცი, რომელმაც წუხელ, ნაძალადევის რაიონში ეჭვიანობის გამო ნაცნობი მოკლა, დაკავებულია

სამართალდამცველებმა 1960 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს, თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ღოღობერიძის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ნაცნობს - 1949 წელს დაბადებულ ა.ჯ.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ხარაგაულის რაიონში, სოფელ ბორითში, დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.