loader

ჟურნალ "მკურნალის" "ნატვრის ხე" - საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჟურნალ "მკურნალის" "ნატვრის ხე" - საქველმოქმედო აქცია ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად

სიმბოლური ღილი, როგორც გადარჩენილი სიცოცხლის სიმბოლო - ყველას, ვისაც დახმარების სურვილი აქვს , ჟურნალი "მკურნალი" 15 და 16 ოქტომბერს " თბილისი მოლში" ელოდება. "მკურნალის" ოქტომბრის ნომრის რეალიზაციიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში, რომელიც ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებულ პატარებს ეხმარება.
თბილისობის ფარგლებში სავაჭრო ცენტრში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა კომპანიები, რომლებიც მოხმარებელს საკუთარი პროდუქციის დაგემოვნებასა და შეძენას სთავაზობდნენ. სურათების გადაღება და ნომრის შეღავათიან ფასად შეძენა კი ჟურნალ "შინის" სტენდთანაა შესაძლებელი.
"თბილისი მოლში" გამართული ღონისძიების ორგანიზატორი სარეკლამო კომპანია "მარკერია".

ავტორები: ეკა მელიქიძე, გიგა დანელია, გოგა ოსეფაშვილი