loader

შემაშფოთებელი სტატისტიკა: საქართველოში 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემაშფოთებელი სტატისტიკა: საქართველოში 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული

საქართველოს მასშტაბით 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული. ამის შესახებ "რადიო პალიტრის" გადაცემა "საქმეში" ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" ფინანსურმა ანალიტიკოსმა ანი ალიბეგაშვილმა "კრედიტინფოს" მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა. "ეს იმის ფონზე, როდესაც საქართველოში ბოლო აღწერის მიხედვით, 3 720 000 ადამიანი ცხოვრობს და აქედან ყველა ზრდასრული არ არის. ონლაინ სესხების უმეტესობა კი 65 წელს ზემოთ არ გაიცემა", - აღნიშნა ანი ალიბეგაშვილმა. ორგანიზაცია "საზოგადოება და ბანკების" წარმომადგენლის განცხადებით, ზუსტი მონაცემები, თუ რამდენი მომხმარებელი ჰყავთ ონლაინ სესხების კომპანიებს, არ არსებობს. "ამის განსაზღვრა რთულია. შესაძლებელია, ერთ ადამიანს ორი წლის განმავლობაში 100 სესხი ჰქონდეს აღებული.