loader

ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ შეიძლება მოხვდეს საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტში - სამი პარტიის საარჩევნო სიის სახეები

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე ხმების თითქმის 99% აქვს დათვლილი. აღნიშნული მონაცემების მიხედვით, პროპორციულ არჩევნებში ხმების მიხედვით ორი პარტია ლიდერობს: "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა". მათთან ერთად 5 %-იან ბარიერს სავარაუდოდ, გადალახავს "პატრიოტთა ალიანსიც".

ბარიერგადალახულ საარჩევნო სუბიექტებს შორის პროპორციული წესით 77 საპარლამენტო მანდატი უნდა განაწილდეს. ცესკო-ს უახლესი შედეგების მიხედვით, პროცენტული მაჩვენებლების შესაბამისად, პარლამენტში პროპორციული ადგილები შესაძლოა ასე გადანაწილდეს:
  • "ქართული ოცნება" - 44 მანდატი
  • "ნაციონალური მოძრაობა" - 27 მანდატი
  • "პატრიოტთა ალიანსი" - 6 მანდატი
ამ მონაცემების მიხედვით შეგვიძლია ვივარაუდოთ, ვინ იქნებიან სახეები, ვისაც ახალ პარლამენტში ვიხილავთ. მონაცემები, რა თქმა უნდა შეიცვლება და მას დაემატება მაჟორიტარი დეპუტატები, თუმცა პროპორციული სიის მანდატების შესაბამისად, გთავაზობთ მონახაზს, თუ როგორი შეიძლება იყოს ახალი პარლამენტი პარტიების საარჩევნო სიების მიხედვით.

გრაფიკა| გოგა ოსეგაშვილი