loader

"პოლიცია და შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარეს არიან, თითს ვერავინ დამაკარებს" - სააკაშვილი საქართველოში ჩასვლაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"პოლიცია და შეიარაღებული ძალები ჩვენს მხარეს არიან, თითს ვერავინ დამაკარებს" - სააკაშვილი საქართველოში ჩასვლაზე

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია 112-ის ეთერში განაცხადა, რომ მას საქართველოში თითს არ დააკარებენ.

"მათ (ახლანდელმა ხელისუფლებამ) ჩემზე საქმე აღძრა, მაგრამ ცოტა ხნის წინ თბილისის ცენტრში მიტიგნი გაიმართა, სადაც 70 ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. ეს ძალიან ბევრია, დაახლოებით იმდენია, მაგალითად, უკრაინაში რომ გამოსულიყო 500 ათასი ადამიანი. ეს იმას ნიშნავს, რომ თითს ვერავინ დამაკარებს იმ პირობებში, როდესაც თითქმის მთელი პოლიცია ჩვენ მხარეზეა, შეიარაღებული ძალები ჩვენ მხარეზეა, ანუ სახელმწიფოებრიობის და კანონის მხარეზე. ივანიშვილის სამართალდამცველებს არ ეყოფათ ძალა, მე რომ მომწდვნენ. მათ ხელები ძალიან მოკლე აქვთ".

ასევე იხილეთ: "უკრაინელებს განსაცდელში არ დავტოვებ" - მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში რჩება