loader

ეს უკვე მეტისმეტია! - თბილისში "ბასლეინებზე" არათუ დადიან, უკვე "აპარკინგებენ" კიდეც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს უკვე მეტისმეტია! - თბილისში "ბასლეინებზე" არათუ დადიან, უკვე "აპარკინგებენ" კიდეც

თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ე.წ. ბასლეინები (გზის სავალი ნაწილი, განკუთვნილი მხოლოდ ავტობუსებისა და მიკროავტობუსებისთვის) ორ კვირაზე მეტია დაიხაზა, თუმცა აშკარაა, რომ თბილისში მოძრავი ავტომობილების მძღოლებისთვის ჯერ კიდევ არაორგანულია, უარი თქვან გზის ამ ნაწილზე სიარულზე.
PalitraTV.ge-მ მაყურებელს გასულ კვირაში უკვე შესთავაზა ვიდეომასალა, რომელშიც კანონდამრღვევი მძღოლები დავაფიქსირეთ, თუმცა, როგორც ჩანს, ამ სიახლის მიმართ საზოგადოების ინფორმირება იმდენად მცირეა, რომ მძღოლები "ბასლეინებზე" არათუ დადიან, არამედ უკვე "აპარკინგებენ" კიდეც, რაც დღეს სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ ვიდეოფაქტში აშკარად ჩანს.
Repost: Facebook/ილუშა გორდაძე