loader

სად დაამონტაჟებდნენ ნაღმს, თარგამაძის ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ - გრაფიკული რეკონსტრუქცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სად დაამონტაჟებდნენ ნაღმს, თარგამაძის ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ - გრაფიკული რეკონსტრუქცია

4 ოქტომბერს, "პირიმზესთან", "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გივი თარგამაძის ავტომანქანა აფეთქდა. დაშავებულია 5 პირი. მათ შორის ერთ-ერთი თარგამაძის პირადი მძღოლია, დანარჩენი კი გამვლელები არიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

Palitratv.ge გთავაზობთ გრაფიკულ ვიდეოს თვალსაჩინოებისთვის ორი მთავარი აქცენტით: რა მოხდა რეალურად და ვინ დაზარალდა აფეთქების შედეგად და სავარაუდოდ, სად დაამონტაჟებდნენ ნაღმს, მანქანაში მსხდომი ობიექტების ლიკვიდაცია რომ სდომებოდათ.

გრაფიკა: გოგა ოსეფაშვილი