loader

ფოთელი ქალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან დაორსულდა, ბავშვთან ერთად დაიღუპა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ფოთელი ქალი, რომელიც გარდაცვლილი ქმრისგან დაორსულდა, ბავშვთან ერთად დაიღუპა

მედეა რურუამ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ ქართულ-ამერიკულ კლინიკას მიმართა და ინ-ვიტრო განაყოფიერებით ქმრისგან (ქმრის ბიოლოგიური მასალით) დაორსულდა. ამ საოცარი ფაქტის შესახებ რესპონდენტმა "დღის შოუს" მაყურებელს თავად უამბო.

მოგვიანებით კი ცნობილი გახდა, რომ მედეა რურუა ბავშვთან ერთად ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ამ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით "დღის შოუმ" სპეციალური განცხადებაც გაავრცელა. მათი ინფორმაციით, ასევე დაიღუპა ოჯახის ახლობელი ქალბატონი და ავტომობილის მძღოლი.

Palitratv.ge უერთდება "დღის შოუს" შემოქმედებით ჯგუფს და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს.