loader

ცემა-ტყეპა პირდაპირ ეთერში - ლაშა დვალიშვილს რადიო "ჰერეთში" მიუვარდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ცემა-ტყეპა პირდაპირ ეთერში - ლაშა დვალიშვილს რადიო "ჰერეთში" მიუვარდნენ

რადიო "ჰერეთის" პირდაპირ ეთერში ინციდენტი მოხდა. მოძრაობა "პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის" ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. 

რადიო "ჰერეთის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თოქ-შოუს მიმდინარეობისას, დებატებში ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები მონაწილეობდნენ, სადაც დაუდგენელმა პირებმა სტუდიაში შესვლა შეძლეს და ლაშა დვალიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ლაშა დვალიშვილი ამჟამად ლაგოდეხის პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება.