loader

მაშველებმა 20 კილომეტრი ფეხით გაიარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვნეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მაშველებმა 20 კილომეტრი ფეხით გაიარეს და ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული ტურისტები იპოვნეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში დაკარგული ტურისტები იპოვეს. გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ "112"-ში შეტყობინება შევიდა, რომ ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკის ალპურ ზონაში 10 ტურისტი უამინდობის გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. ტურისტები დახმარებას ითხოვდნენ.

როგორც შსს-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მაშველთა ჯგუფი სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო. 20 კილომეტრამდე გზის მონაკვეთის ფეხით გავლის შემდეგ მაშველებმა უცხოელი ტურისტები იპოვეს და უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.