loader

"არ გახდე მსხვერპლი" - ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მათი ლიდერების პალაკატები გააკრა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ გახდე მსხვერპლი" - ყოფილმა პოლიტპატიმარმა ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მათი ლიდერების პალაკატები გააკრა

ზუგდიდში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისის წინ ყოფილმა პოლიტპატიმარმა გიორგი გოგლიჩიძემ წინა ხელისუფლების მმართველობა გააპროტესტა და პარტიის ოფისის შესასვლელთან "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების გამოსახულებით პლაკატები გააკრა წარწერით - "არ გახდე მსხვერპლი". საბუთების გაყალბების ბრალდებით გოგლიჩიძე 2011 წელს დააკავეს, თუმცა, მისი თქმით, დაკავება რეალურად პოლიტიკური მოტივით განხორციელდა, რადგან ის ზესტაფონში "ლეიბორისტული პარტიის" წევრი იყო. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კი ძალადობისა და დაუდგენელი პრეპარატების იძულებით მიღების გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.