loader

რა ვიცით რომის პაპის დღევანდელი ვიზიტის შესახებ - ოფიციალური დეტალები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ვიცით რომის პაპის დღევანდელი ვიზიტის შესახებ - ოფიციალური დეტალები

საქართველოს დღეს რომის პაპი ფრანცისკე ეწვევა. რომის პაპი თბილისში რამდენიმე საათში ჩამოვა. აეროპორტიდან პაპი ფრანცისკე ავლაბრის რეზიდენციაში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართავს შეხვედრას.

ვიზიტის ფარგლებში, დღესვე დაგეგმილია აუდიენცია ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსთან, რის შემდეგაც რომის პაპს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიიღებს.