loader

შეიძინეთ "ოჯახის მკურნალის" ახალი ნომერი და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქველმოქმედებაში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეიძინეთ "ოჯახის მკურნალის" ახალი ნომერი და შეიტანეთ თქვენი წვლილი ქველმოქმედებაში

"ძვირფასო მკითხველო, მადლობა ქველმოქმედებისათვის" - ჟურნალი "ოჯახის მკურნალის" ახალი ნომრის შეძენით თქვენ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანთ ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვთა გადარჩენის კეთილშობილურ საქმეში, ვინაიდან ოქტომბრის ნომრის გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. ოქტომბრის თვეში კი, ჭავჭავაძის N7-ში, "ბიბლუს გალერეაში", განთავსდება ქველმოქმედების ხე, რომელსაც თქვენ თვითონ შეავსებთ ფერადი ღილებით. ღილს თავისებური დატვირთვა აქვს - თითოეული მათგანი სიმბოლურად გადარჩენილ სიცოცხლეს აღნიშნავს. შესაბამისად, თუ ხეზე ბევრი ღილი დამაგრდება, ეს იქნება ნიშანი, რომ ერთად ბევრი ადამიანის სიცოცხლე, ბევრი პატარას სიცოცხლე გადავარჩინეთ. ასე რომ, გაითვალისწინეთ, ქველმოქმედება მარტივია. შეიძინეთ ჟურნალის ერთი ნომერი მაინც და ჩათვალეთ, რომ ქველმოქმედება მარტივია.

ჟურნალს თან ახლავს წიგნიც. ეს არის წიგნი ყველაფერი ანემიის შესახებ. წიგნის ფასი 2 ლარია, ჟურნალთან ერთად კი სპეციალურ ფასად შემოგთავაზებენ.