loader

ვინ და რატომ იმსხვერპლა 15 წლის ბიჭი ფონიჭალაში - ექიმი გარემოებებზე, რამაც სიკვდილი გამოიწვია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ და რატომ იმსხვერპლა 15 წლის ბიჭი ფონიჭალაში - ექიმი გარემოებებზე, რამაც სიკვდილი გამოიწვია

ზემო ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. რა ვითარებაში მოხდა მოზარდის დაჭრა, ჯერჯერობით უცნობია. ერთი ვერსიით, ურთიერთშელაპარაკება "ქართული ოცნების" ღონისძიებაზე მოხდა, თუმცა აღნიშნულს კატეგორიულად უარყოფს პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კრწანისის მე-7 ოლქში, ბექა ოდიშარია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირება, რომლის დროსაც ახალგაზრდა დაჭრეს, ღონისძიებიდან რამდენიმე კილომეტრში მოხდა. ექიმის განცხადებით, საავადმყოფოში მიყვანისას მოზარდს ძლიერი სისხლდენა და სიცოცხლისთვის შეუსაბამო ჭრილობები აღენიშნებოდა.