loader

ლას-ვეგასში ქართველი მოკლეს - ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლას-ვეგასში ქართველი მოკლეს - ალექსანდრე ხუციშვილი შევარდნაძის დაცვის წევრი იყო

ლას-ვეგასში ეროვნებით ქართველი მოკლეს - ალექსანდრე ხუციშვილი ედუარდ შევარდნაძის დაცვის წევრი იყო . ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 41 წლის ხუციშვილი გასულ კვირას "სტარბაქსის" კაფეში მოკლეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი ხუთჯერ ნასამართლევი 34 წლის პედრო ხოსე გარსიაა, რომელიც უკვე დაკავებულია. მიმდინარეობს მისი სასამართლო პროცესი. გავრცელებული ინფორმაციით "სტარბაქსის" კაფეში შესულ გარსიას პერსონალმა მომსახურებაზე უარი უთხრა, რადგან საკრედიტო ბარათზე თანხა არ აღმოაჩნდა. კაფეში მომხდარი კონფლიქტის დროს გარსიამ ცეცხლსასროლი იარაღით ხუციშვილს სასიკვდილო ჭრილობა მკერდის არეში მიაყენა. ალექსანდრე ხუციშვილი ორჯერ იყო დაქორწინებული, ის სამი შვილის მამაა. შტატებში საცხოვრებლად ის 1992 წელს გაემგზავრა, 2004 წელს კი ამ ქვეყნის მოქალაქე გახდა.

Georgian man killed in Las Vegas was Ex-President Shevardnadze’s security team member