loader

ნიუ-ჯერსიში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ნიუ-ჯერსიში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა - არიან დაღუპულები და დაშავებულები

ნიუ-ჯერსიში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას სამი ადამიანი ემსვერპლა, 100-ზე მეტი მოქალაქე კი დაშავდა. ავარია ქალაქ ჰობოკენში იმ დროს მოხდა, როდესაც სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა და სადგურის ტერმინალს შეეჯახა. შედეგად დაზიანდა რკინიგზის შენობაც. ამ დროისთვის შეფერხებულია სარკინიგზო მიმოსვლა. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო, პოლიციისა და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. ექიმების თქმით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია. ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია.