loader

რადიო "პალიტრამ" დღეიდან ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რადიო "პალიტრამ" დღეიდან ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო

რადიო "პალიტრამ" დღეიდან ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" რადიო "პალიტრის" მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ვახტანგ მძინარაშვილმა განუცხადა.

"პალიტრა" სტაბილურად მზარდი და განვითარებადი რადიოსადგურია. ამ 8 წლის განმავლობაში ჩვენი მაუწყებლობის არეალი ნელ-ნელა ფართოვდებოდა და ეს პროცესი, რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. მინდა მივულოცო ბორჯომის მოსახლეობას, მათ დღეიდან, 28 სექტემბრიდან უკვე აქვთ შესაძლებლობა, უსმინონ რადიო "პალიტრას" FM 103.9-ზე, გაიგონ მთავარი, ქვეყანაში და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ; იყვნენ საქმის კურსში მიმდინარე პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური თუ კულტურული სიახლეების შესახებ და რა თქმა უნდა, მოუსმინონ სასიამოვნო, ხარისხიან მუსიკალურ ჰიტებს", - განაცხადა ვახტანგ მძინარაშვილმა.

რადიო "პალიტრა" ეთერში 2008 წლის 17 აგვისტოს გავიდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანია, ობიექტურად და ოპერატიულად მიაწოდოს მსმენელს მისთვის საჭირო ინფორმაცია. მაუწყებლობის საერთო მოცულობა 24 საათია. რადიო "პალიტრის" თემატური მიმართულებაა საინფორმაციო, საავტორო, საზოგადოებრივ-პოლიტიკური და შემეცნებითი რადიოპროექტები.

ამ დროისთვის რადიო "პალიტრა" უკვე მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, გუდაურში და ბორჯომში.