loader

რა ჩვენება მისცა ვასილ ლელუაშვილმა 26 მაისის ღამის დავალებაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ჩვენება მისცა ვასილ ლელუაშვილმა 26 მაისის ღამის დავალებაზე

ვასილ ლელუაშვილი 26 მაისის ღამეზე - ჩემთვის რაიმე დავალება არავის მოუცია და ასევე არ არსებობს კაცი, ვისაც დავალება მივეცი საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში, - ამის შესახებ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილმა მოადგილემ ვასილ ლელუაშვილმა 2011 წლის 26 მაისის საქმეზე წაყენებულ ბრალზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ლელუაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, ის მისთვის წაყენებულ ბრალს არ აღიარებს.

"საარჩევნოდ მაბრალებენ და იძულებული ვარ მონაწილეობა მივიღო ამაში. ჩემთვის რაიმე დავალება არავის მოუცია და ასევე არ არსებობს კაცი ვისაც დავალება მივეცი, რადგან მე არავისთვის არაფერი დამივალებია", - განაცხადა ვასილ ლელუაშვილმა.

პროკურატურა ვასილ ლელუაშვილს 2011 წლის 26 მაისის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტებას ედავება.